ზურაბ ტყემალაძე: გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2” არაობიექტური აღარ იქნება

გოგი თოფაძეს არასდროს გაუკეთებია ამგვარი განცხადება, რომ ვინმე ჩაერევა, ან ვინმე ერევა მათ საქმეში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე, უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებას.
ამ უკანასკნელმა, გუშინ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთვი 2” ხვალ აღარ იქნება.
ზურაბ ტყემალაძე კი აცხადებს, რომ გოგი თოფაძეს ტელეკომპანიის დახურვა არ სურს, მისი თქმით, თოფაძეს მხოლოს ტელეკომპანიის არაობიექტურობა არ მოსწონს.
“არანაირი ჩარევა, ზეწოლა და ინტერესი არ არსებობს. მთავარი არის ის, რომ კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს კერძო დავა. სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
გოგი თოფაძეს არასდროს გაუკეთებია ამგვარი განცხადება, რომ ვინმე ჩაერევა, ან ვინმე ერევა მათ საქმეში. ის აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რა სურვილი აქვს, ან რა სურვილი არ აქვს.
აქ საუბარია არა იმაზე, რომ “რუსთავი 2” არ უნდა იყოს, საუბარია იმაზე, რომ “რუსთავი 2″ ასეთი არაობიექტური აღარ იქნება, გოგი თოფაძე ამაშია დარწმუნებული” , – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები