ივანიშვილი არჩევნებში “ნაციონალების” დამარცხებას პროგნოზირებს – ღმერთმა დაგვიფაროს გაყალბება
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობას“ მარცხს პროგნოზირებს.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას საქართველოში ვეღარავინ გაბედავს.
“ნაცმოძრაობა” შემთხვევით არ არის პანიკაში. მათ ძალიან ცუდი შედეგი ელით, მათ იციან, რომ ფიასკო ელით არჩევნებში, არა იმიტომ, რომ წინასწარ უკვე დაიწყეს საუბარი, რომ გააყალბებენ.
ღმერთმა დაგვიფაროს, ვერავინ ვეღარ გაბედავს საქართველოში არჩევნების გაყალბებას. არჩევნები ჩატარდება, ხალხი მივა და გამოხატავს საკუთარ აზრს. „ნაცმოძრაობა“ ვერ ახერხებს საკუთარ საზოგადოებასთან საუბარს და ძალადობს მენტალურად სიცრუით, ცრუ თემების აჟიტირებით, ამ ყველაფრის შედეგს მოიმკიან არჩევენებში“, – აცხადებს ივანიშვილი.