სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პოლიციას გამოსახლების უფლება მხოლოდ თვითნებური შეჭრის შემთხვევებში ექნება
პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კიკნაველიძემ განმარტა, თუ პირი სხვის საკუთრებაში თვითნებურად არის შეჭრილი და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემთხვევაში პოლიციას ექნება უფლება, გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს. ყველა სხვა შემთხვევაში – გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პროექტი მიუღებელია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და ფინანსური ორგანიზაციებისთვის. მათი შეფასებით, პროექტის მიღების შემთხვევაში, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტები გაუარესდება.