„რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის“

საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს მთელი ევროპა რუსული გაზით მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის. “იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ, მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხიდან აჟიოტაჟს “ნაციონალური მოძრაობა” ქმნის. რუსულ კომპანიაზე “თელასი” სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გასხვისდა.
“ჩვენ მადლიერნი ვართ აზერბაიჯანული მხარის, “სოკარის”, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები