ივანიშვილი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა – სტალინის მსგავსი თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს ჰქონდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გოგი თოფაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თოფაძე მიიჩნევს, რომ მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათი იქნება.
“მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, მისი ნებაა, პრინციპში აკრძალული არაა… მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მარტივად, არა მარტო სტალინთან. სტალინის მსგავსი პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს რომ ჰქონდა, არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ იმისათვის, რომ რაღაც წყობას და იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ის, რომ ისტორიის ნაწილია და ვიღაცები ამას იხსენებენ, უფლებაც აქვთ. მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები