ივანიშვილმა თოფაძის განცხადება შეაფასა – “ღმერთმა ნუ ქნას-თქო, ასე გადაეცით გოგის“

“რუსთავი 2“ – ის სარედაქციო პოლიტიკა არც მე მომწონს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ექსპრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის განცხადება შეაფასა.
“ღმერთმა ნუ ქნას-თქო, ასე გადაეცით გოგის. ასე როგორ შეიძლება?! გოგის აქვს ხოლმე, პრინციპში, ასეთი გამონათქვამები. მე არ მინახავს, თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად არ უთქვამს. „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არც მე მომწონს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კიდევ შეუძლიათ მეორეც და მესამეც ეს ნორმალურია.
ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. მედიას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. „დახურვა“ და „გაუქმება“ – ტერმინები არ უნდა ვიხმაროთ. მეც ბევრი რამ არ მომწონს. არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ინფორმაცია ძალიან ხშირად გამოდის თქვენი ტელევიზიიდან ინფორმაცია.
საწყენია, ნათელშვილმა მოიყვანა ბავშვები და „რუსთავი 2“-ის „ნაციონალური მოძრაობის“ დალაგებული იყო, ბიძინა ბიძია, დაგვიბრუნე ბავშვობა ბავშვებს. არადა, სწორედ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის გავაკეთე. ეს ყველაფერი დაამახინჯეს და ააყირავეს. ეს შემაწუხებელია, მაგრამ ყველანაირი აზრი უნდა იყოს. საზოგადობამ უნდა გაფილტროს. მაგრამ ის, რომ ვიღაცას არ მოგვწონს, მე თუ თოფაძეს, და ის უნდა დაიხუროს, რა თქმა უნდა, არაა სწორი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები