“ოლიმპიურ სოფელში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

  თბილისში, “ოლიმპიურ სოფელში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ჩინელ მუშას, რომელიც მშენებლების კოტეჯებში ცხოვრობდა, ხანძრის შედეგად დამწვრობები აქვს მიღებული.
დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება, ხანძარს მას 10-მდე მანქანა ებრძოდა. ამ დროისთვის “ოლიმპიურ სოფელში” მშენებლების კოტეჯებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 700 კვ მეტრამდე ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები