“მოქალაქე” კონკურსის – “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ახალ რაუნდს იწყებს
ორგანიზაცია “მოქალაქე” კონკურსის – “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ახალ რაუნდს იწყებს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
პროექტის ახალი რაუნდის პრეზენტაციას გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესწრებიან.
პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და მასში ჩართვა 4-6 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ. კონკურსის პირველი შესარჩევი ეტაპი რეგისტრაციის გავლასთან ერთად სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. პროექტი წარმატებული გუნდებისთვის ორგანიზაცია “მოქალაქე” განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სასწავლო ტურს მოაწყობს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია, ასევე საზოგადოებრივი პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის გაზრდა და მოქალაქეობრივი როლის გაცნობიერების ხელშეწყობა. თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.
კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” უკვე მეორედ ტარდება.