„საქართველოს ბანკი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ 24 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. ამ ფაქტით გამოწვეული შესაძლო ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული. „საქართველოს ბანკი“ მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ხსენებულ ინციდენტს არ გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები