აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყირიმის რეფერენდუმს აღიარებენ

  ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყირიმის რეფერენდუმს აღიარებენ. როგორც სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამხრეთ ოსეთი პატივს სცემს ყირიმის მოსახლეობის უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და არჩევანი.
“არ შეიძლება არ აღინიშნოს უკრაინის მთავრობის პოზიცია, რომლებმაც თავი შეიკავეს ძალის გამოყენებისგან, რათა ხელი შეეშალათ ყირიმის მოსახლეობისთვის, გამოეხატათ თავისი ნება. სამხრეთ ოსეთს თავისუფლების მოსაპოვებლად გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია” , – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის პოზიციას, როგორც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, ჩატარებული რეფერენდუმი ყირიმის ნახევარკუნძულის მრავალეროვანი მოსახლეობის ნებას გამოხატავს.
“საერთო სახალხო გადაწყვეტილება დაფუძნებულია არა მხოლოდ ისტორიულ წარსულზე, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ რეალობებზეც. ეს კლასიკური მაგალითია იმის, როდესაც ხალხის ნება უმთავრესია”, – განაცხადა ანქვაბმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები