ავარიას თელავში 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისიდან თელავის მიმართულებით მიმავალი „გოლფის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
მომხდარის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – მძღოლი კი მოტეხილობებითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე -5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები