გრიბოედოვის თეატრის 170 წლისთავი აღინიშნება

დღეს, 11.00-დან 15.00 საათამდე, გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, მცირე დარბაზში გაიმართება კონფერენცია: „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“.
კონფერენციის პროგრამა:
11.00-12.30 კონფერენციის გახსნა.
„მრგვალი მაგიდა“: „საზღვარგარეთის რუსული თეატრები. გუშინ, დღეს, ხვალ“.
13.00 -14.00 სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისადმი.
„მრგვალი მაგიდა“: „გიორგი ტოვსტონოგოვი – ვიხსენებთ მაესტროს“.
წიგნების – „თბილისი – სანქტ-პეტერბურგი და უკან. გიორგი ტოვსტონოგოვი“, „თავისიანი თავისიანთა შორის. სანდრო ტოვსტონოგოვი“ და „თქვენო უდიდებულესობავ, ბატონო მსახიობო! პაველ ლუსპეკაევი“ – პრეზენტაცია სერიიდან: „რუსები საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები