ადიდებული რიონიდან მაშველებმა მეთევზეები უვნებლად გამოიყვანეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, რიონის ადიდების შედეგად მდინარეში აღმოჩენილი მეთევზეების გამოყვანის სამაშველო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხივე მეთევზე ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, რიონის ადიდების შედეგად მეთევზეები მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები