რუსთაველზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტი „სმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
BMW-ს მარკის ავტომობილს უკნიდან მოტოციკლი შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტომობილის მგზავრები არ დაშავებულან.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები