პრემიერმა მარტვილში შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა მოილოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს მარტვილის მონასტერს ეწვია და შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა მოილოცა. ხუროთმოძღვრების ძეგლი-სამონასტრო კომპლექსი მთავრობის მეთაურს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ დაათვალიერებინა. მანვე გაუწია მასპინძლობა პრემიერ-მინისტრს სალხინოში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სალხინოს სასახლე და იქ არსებული ქართული ღვინის მარანი დაათვალიერა.