რუსთავში 5 წლის ბავშვს ჩასარიცხი აპარატი დაეცა

რუსთავში, რუსთაველის და დავით გარეჯის ქუჩის გადაკვეთაზე, tbcpay-ს სწრაფი გადახდის აპარატი გადმოვარდა და 5 წლის ბავშვს დაეცა. აღნიშნულის შედეგად მცირეწლოვანმა ფეხზე ტრავმა მიიღო და ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ინფორმაციით, მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და სახლში მალევე გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები