თბილისში მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

თბილისში, კერძოდ კი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელმა ადამიანი გაიტანა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები