გიორგი მღებრიშვილი ხომალდ PORTER-ზე გამართულ მიღებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, საქართველოში აშშ-ს ელჩ იან კელისთან და შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროს ზურაბ გამეზარდაშვილთან ერთად, ბათუმში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდ PORTER-ზე გამართულ მიღებას დაესწრო.
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა. ოფიცალურ მიღებაზე კაპიტანმა სტუმრებს ხომალდი დაათვალიერებინა, მისი ტექნიკური მახასიათებლები გააცნო და უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოსა და აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც პირველად დახმარებას და ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს ითვალისწინებს. ვიზიტის ბოლო დღეს ერთობლივი საზღვაო მანევრები ჩატარდება, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების ეფექტურობის გაზრდას და ღია წყლებში სხვადასხვა სახის ოპერაციის ჩატარებას ისახავს მიზნად. შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკული ხომალდის კაპიტანმა საქართველოს შს მინისტრს სიმბოლური საჩუქარი – კომპასი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები