ვლადიმერ პაპავას საქმიანობის გამო თსუ-ში შესაძლოა, საგამოძიებო უწყებები შევიდეს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი სკანდალში ეხვევა. Front News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას კორუფციული ქმედებების გამო უნივერსიტეტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად პროკურატურაც შევიდეს და არ არის გამორიცხული, საქმე პაპავას გადადგომით ან სულაც დაკავებით დასრულდეს.

Front News-ის წყაროს ინფორმაციით, როგორც ირკვევა, უნივერსიტეტის რექტორმა მის მიერვე ადმინისტრაციაში დასაქმებულ მეგობრებთან ერთად ე.წ. ”ბიოლოგების” კორპუსთან დაკავშირებით სქემა შეიმუშა, რომლის თანახმად, გაფორმდებოდა საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის ერთი შეხედვით მიმზიდველი და მისაღები ხელშეკრულება, რომლითაც აშენებული და გარემონტებული შენობა რჩებოდა უნივერსიტეტის საკუთრებაში, მის მიმდებარედ არსებული 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი პაპავას და მის მეგობრებს.

გეგმის რეალიზაცია 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რექტორს მის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, მიმდინარე წლის დასაწყისში კი პაპავას მეგობრებმა მისივე დახმარებით გეგმის რეალიზაცია მაინც დაიწყეს.

წყაროს ცნობით, პროექტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე უნივერსიტეტის რექტორს გეგმები კვლავ ჩაეშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პაპავას მიერ ლობირებულ კომპანიას გამარჯვების ნაკლები შანსი რჩებოდა. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მარტივად გადაწყვიტა – პროექტი საერთოდ დაივიწყა იქამდე, ვიდრე კანცლერის არჩევნები არ ჩატარდება. წყაროს ცნობით, პაპავა ახლა სწორედ ამ არჩევნებს ელოდება, რათა მისი კადრები დაინიშნონ და სქემა შემდეგ განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები