გიორგი გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გაკოტრების წინააღმდეგია და ლოგოს დაბრუნებას ითხოვს

გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმის წარმოებას აპროტესტებს. მისი ადვოკატის თქმით, მფლობელმა პარტნიორებმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ისე დაიწყეს სასამართლოში, რომ შეთავაზება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, არც განუხილავთ. გაჩეჩილაძემ სასამართლოში ეს გადაწყევტილება გასააჩივრა. მან სარჩელი ლოგოს დაბრუნების შესახებაც შეიტანა. “ჩვენ დღეს შევიტანეთ სარჩელი და ვითხოვთ მაესტროში ლოგოს დაბრუნებას. მოთხოვნილი გვაქვს მაესტროში აუდიტის ჩატარება. აუდიტმა უნდა დაადგინოს, როგორ არის აღრიცხული გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეების მიერ მიტანილი 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა „მაესტროში“. ხომ არ არის ის გოგელიას ვალში აღრიცხული. ასევე უნდა დაადგინოს გოგელიას მიერ ინვესტირებული თანხები „მაესტროში“ მხოლოდ მისია თუ მის უკან სხვა სპონსორების თანხებიცაა,” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები