ვახტანგ კაპანაძე: თითოეული ახალგაზრდა სამხედროს დაღუპვა ძალიან სამწუხაროა

გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვინაიდან შემთხვევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ მომხდარა, გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ ახორციელებს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი პირველ ბრიგადაში მსახურობდა.
“თითოეული ახალგაზრდა სამხედროს დაღუპვა ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ვინაიდან ახალგაზრდა დაიღუპა არა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, გამოძიებას შესაბამისი სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, გვიან ღამით საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები