თორნიკე ბიძინაშვილი „რუსთავი 2“-ს: თქვენ ამჯობინეთ ჭორები და ტენდენციურობა, თქვენ ამჯობინეთ პანიკა და შიშის თესვა

ფაქტია, რომ ეს კომპანია არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სატელიტი ტელევიზია. ამიტომ ის დღეს ობიექტური ვერ იქნება – ასე ეხმაურება ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-მა არ დაიცვა სიმართლე, არ იზრუნა ადამიანის მენტალურ განვითარება და ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე.
„მეც, ისევე როგორც ჩვენი თაობა, ამ ტელეკომპანიის შემყურე ვიზრდებოდით, ვნახეთ მისი პირველი გადაცემები, როგორ აიდგა ქართულ ტელესივრცეში ფეხი, მაშინაც ჰყავდა მტრები, მაშინაც უდებდნენ ფეხს, არბევდნენ, კეტავდნენ, მაგრამ გაუძლო, შემდგომ დაიწყო აღმასვლა, გახდა ლიდერი და ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია. მისი წარმატების უმთავრესი ბერკეტი იყოს ნეგატივზე, უარყოფით მოვლენებზე შექმნილი გადაცემები. აშკარაა და ფაქტია, რომ ეს კომპანია არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სატელიტი ტელევიზია. ამიტომ ის ვერ იქნება ობიექტური დღეს.
“რუსთავის 2“-ს და მიხეილ სააკაშვილს შეეძლოთ უპრობლემოდ ყოფლიყვნენ ქვეყნის სათავეში და ემართათ ის. ამისთვის მას ჰქონდა ყველაფერი, ჰქონდათ დაფინანსება და საქართველოს მოსახლეობის 98%-იანი მხარდაჭერა. მათ ერთი მისია ჰქონდათ შესასრულებელი, ეზრუნათ ხალხზე, ქვეყანაზე და განევითარებინათ ის. მათ კი იმაიმუნეს, მილიარდები აკეთეს, ფასადური ცხოვრება შემოგვთავაზეს. თუ რამე ააშენეს, ეგეც „გათეთრებული“ ფულით. 1 მილიარდიდან 30 მილიონს ახმარდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, დანარჩენს კი ჯიბეში იდებდნენ.
“რუსთავი2“-ის დამსახურებაა მიშას ასეთი მაღალი რეიტინგი წლების მანძილზე. “რუსთავი 2“- მა არ დაიცვა სიმართლე, არ იზრუნა ადამიანის მენტალურ განვითარებაზე, არ იზრუნა ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე, არ იზრუნა ადამიანის გამოღვიძებაზე და მის ადეკვატურობაზე ცივილიზებული სამყაროს მიმართ. ფლობდე ყველაზე მაღალრეინტიგული ტელევიზიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ფლობ ყველაზე ძლიერ იარაღს, რითიც შეგიძლია ხალხი მართო წლების მანძილზე, აზომბირო და ინფორმაციით დაამონო.
ძველადაც ჭორები მართავდნენ სიტუაციას და დღევანდელი თანამედროვე ჭორების გამავრცელებელი და ეფექტური იარაღი ტელევიზიაა.
თქვენ ამჯობინეთ აზიური იაფფასიანი სერიალები, თქვენ ამჯობინეთ ჭორები და ტენდენციურობა, თქვენ ამჯობინეთ პანიკა და შიშის თესვა, თქვენ ამჯობინეთ ნეგატიურ მოვლენებზე რეიტინგის შენარჩუნება, თქვენ ამჯობინეთ სიბნელე, თქვენ ამჯობინეთ დღეს თქვენი მაძღარი მუცლები და ბინიდგადაკრული ქვეყანა, თქვენ ამით აკეთეთ მილიარდები ხალხისგან და დღეს ისევ ხალხს სთხოვთ ფულს. რაც დათესეთ, ის მოსავალი მიიღეთ.
შეიძლებოდა დღეს, მილიონობით ქართველი თქვენს გვერდით ყოფილიყო და ის მოსამართლე სახალხოდ დაესაჯათ, შეიძლებოდა აქამდე არც მიგეყვანათ საქმე თვენც და მიშასაც, მაგრამ დღევანდელმა კვერცხმა ყველანაირი შანსი მოსპო ხვალინდელი ქათმის. იყო დრო, როცა მიშაც უმიზეზოდ არბევდა და ხურავდა “იმედს“. ბუმერანგის პრინციპი მუშაობს და ის არავის შეუცვლია. სირთულე გვაფიქრებს ჩვენს ჩადენილ დანაშაულებზე. იზრუნეთ ხალხზე და არა მუცელზე. იმედია, ახლა მაინც მოხვალთ აზრზე, თუ გამოხვედით 2 წელიწადში კომიდან. მოუწოდებ ყველა ტელეკომპანიას, ნუ იმეორებენ “რუსთავი 2“ -ის შეცდომებს“,- წერს თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები