რიკოთთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე რიკოთის საავტომობილო გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მომხდარმა ავტოსატრანსპორტო შემთხვევამ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები