მოსამართლე ურთმელიძის განცხადებით, მისი დედა – მდინარა გიორგობიანი მისი ოჯახის წევრი არ არის

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, მისი დედა – მდინარა გიორგობიანი მისი ოჯახის წევრი არ არის.
მისივე თქმით, ის იყო დისტანცირებული იმ საქმისგან, რომელიც დედამისის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ურთმელიძე ასევე განმარტავს, რომ მისი ცოლის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი მასთან შეთანხმებული არ იყო.
„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა, რაც “რუსთავის 2”-ის საქმეზე თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ, მიზეზად კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს ასახელებდნენ, სადაც თამაზ ურთმელიძის დედის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები