“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სხდომა გაიმართება. პროცესი დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
პროცესზე გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა თამაზ ურთმელიძე „რუსთავის 2“-ის საქმის მოსამართლედ. მისი აცილება არის ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს. ადვოკატები პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობითაც წარდგებიან. დაცვის მხარე სხდომის გადადებას კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნამდე ითხოვს. კომპანიამ უნდა შეისწავლოს, რეალურად რა ღირებულების იყო ის წილი ტელეკოპანიაში, რომელსაც ხალვაში ფლობდა, როდესაც მან წილი გაყიდა. იმ შეთხვევაში, თუ შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
პროცესზე დასწრება „რუსთავი 2“-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად ყველა მსურველს შეეძლება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები