N17 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები დასრულდა

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები დაიწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი ექიმ-სპეციალისტები ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ.
მათ შორის: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, მამოლოგი, ალერგოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი და სხვა.
პაციენტებს, საჭიროებისამებრ, ასევე უტარდებათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები.
აღნიშნული გამოკვლევები ეტაპობრივად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება.
N17 დაწესებულებში კი, სადაც სკრინინგი 1,5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 17 ოქტომბერს დასრულდა, 1507 მსჯავრდებული იქნა გამოკვლეული და კონსულტირებული, აქედან 37 მსჯავრდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში ოპერაციულ, 50 მსჯავრდებული კი ამბულატორიულ მკურნალობაზე იქნა გადაყვანილი.
პროგრამის ფარგლებში N3 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკვლევა 119 მსჯავრდებულს ჩაუტარდა, N7 პენიტენციურ დაწესებულებაში – 99 მსჯავრდებულს, N8 დაწესებულებაში – 1131 მსჯავრდებულს, №11 დაწესებულებაში – 46 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, №15 დაწესებულებაში – 1564 მსჯავრდებულს, №16 დაწესებულებაში – 58 მსჯავრდებულს. წლის ბოლომდე აღნიშნული გამოკვლევები N6, N12, N2 და N14 დაწესებულებებსაც მოიცავს.
მიმდინარე პრევენციული გამოკვლევების პარალელურად სამედიცინო დეპარტამენტის ინიცირებით თითოეული თვე კონკრეტული დაწესებულების თვედ დასახელდა და იქ განთავსებულმა პატიმრებმა ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში გეგმიური სტაციონარული მომსახურება მიიღეს. აღნიშნული აქციის ფარგლებში
გეგმიური სამედიცინო – სტაციონარული მომსახურება, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 დაწესებულებაში 193 პაციენტს გაეწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები