მდინარე ვერეს ხეობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც დღეიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, გმირთა მოედნიდან ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე არსებული გზის მონაკვეთი ორივე მიმართულებით ჩაკეტილი იქნება.
საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის დასაწყისში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები