ვლადიმერ ბედუკაძე: მადლობა ახალო ხელისუფლებავ, სიკეთისთვის, რაც თქვენგან დავიმსახურე

მადლობა ახალო ხელისუფლებავ, სიკეთისთვის, რაც თქვენგან დავიმსახურე – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი, სად და რა თანამდებობაზე მუშაობდა დღევანდელი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, მაგრამ თურმე, უნდა ამეტანა გინება, დამცირება, შეფურთხება, იმ ადამიანებისგან, ვინც დღემდე თეთრზე – შავს ამტკიცებს და პირდაპირ თავდასხმაზე გადმოდის… წესრიგი დამირღვევია..ჰმ..
პირდაპირ ვაცხადებ, ესაა ნეოფაშისტური, კრიმინალური, ექსტრემისტული ორგანიზაციის, ე.წ. “თავისუფალი ზონის ” პროვოკაცია უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ! მე არც ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა გამაჩნია და არც ვაპირებ ვინმეს შეწუხებას დახმარებისთვის… მადლობა, ჩემო კარგებო, გამახარეთ!
მადლობა ახალო ხელისუფლებავ, სიკეთისთის, რაც თქვენგან დავიმსახურე! – სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის ორი პირი დაჯარიმდა.
2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას პროცესზე დამსწრე პირმა დავით ტატიაშვილმა და სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილმა ვლადიმერ ბედუკაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რითაც შეფერხდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურის სამსახურის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები და სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის მოქალაქეები დავით ტატიაშვილი და ვლადიმერ ბედუკაძე დააჯარიმა, თითოეული 500-500 ლარის ოდენობით. განკარგულება აღსრულებისათვის გაეგზავნება სააღსრულებო ბიუროს.
განკარგულება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში, თბილისის საააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, – წერს ბედუკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები