ოზურგეთში ავარიას 30 წლის ქალი ემსხვერპლა

გურიაში, ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მარკის ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა როდესაც ის გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა.
გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “გოლფის” მეპატრონე მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები