ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით უეფაში იმყოფება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება.
ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი ნიონში დღეს გაემგზავრნენ. უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, უეფას წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.
ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები