ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისშია

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი საქართველოში ჩამოვიდა. ფატუ ბენსუდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან ჩამოფრინდა.
პროკურორმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც ცნობილია, ფატუ ბენსუდა შეხვდება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს, არასამთავრობებოს, 2008 წლის აგვისტოს ომის დრო დაზარალებულ ადამიანებს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები