ჩინური სააგენტო Shanghaidaily – საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის მიერ ინიცირებულ “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელში”

ჩინური სააგენტო Shanghaidaily საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის , სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, საქართველოში მყოფი ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის შოქრატ ზაქრის შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ჩინური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის მიერ ინიცირებულ “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელში”. “მხარეებმა განიხილეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და საქართველოს ისტორიული როლი ახალ კონტექსტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ახალი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი ქვეყანა იქნება”, – წერს ჩინური სააგენტო.
თბილისი “აბრეშუმის გზის ფორუმს” მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები