მომსახურების სააგენტოს ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ – დავით მიზანდარმა ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს – რუმიანა ბაჩვაროვას და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს.
სტუმრებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, ასევე მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებსა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესს დაესწრნენ. ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ქართული მხარისგან საჩუქრად სახელობითი, სიმბოლური სანომრე ნიშანი მიიღო. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის სპორტსმენს – დავით ქაჯაიას შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონობა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები