ანა დოლიძემ კინგს კოლეჯში სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი კინგს კოლეჯში აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. ანა დოლიძემ სამართლისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტების პროფესორებსა და სტუდენტებს ლექცია თემაზე: „სამართალი და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში” წაუკითხა.
ლექცია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, რუსეთსა და საერთაშორისო სამართალს შეეხო. ანა დოლიძემ აუდიტორიას საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა გააცნო, ასევე მიმოიხილა ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სამინისტროს ხედვა გამოწვევების გამკლავებასთან დაკავშირებით. ანა დოლიძის საჯარო გამოსვლას კინგს კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის პროფესორი სამუელ გრინი წარუძღვა. აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლექციები კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები