სტიქიამ ჩოხატაურის რაიონს პრობლემები შეუქმნა, ერთი სოფელი გარემოსაა მოწყვეტილი

რამდენიმედღიანი გადაუდებელი წვიმების შედეგად ჩოხატაურის რაიონის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევის ერთი უბანი გარემოსამყაროსაა მოწყვეტილი.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, სოფელ ხევში ჩამოწოლილი მეწყრის გასაწმენდად ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკა მუშაობს სოფელ ნაბეღლავშიც, სადაც დღეს დილით მინერალური წყლის „წყალი მარგებლის“ ქარხნის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო სოფელ ბუკისციხეში გზის სავალი ნაწილი ჩავარდა და მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის რაიონის გამგებელი ირაკლი კუჭავაც.

12077470_969912043052675_1076951349_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები