დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელით დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა საჩუქარი მიიღეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცეს.
ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მაოდგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები