დავით ნარმანია: ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „აბრეშუმის გზის“ ფორუმს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება უწოდა. როგორც ნარმანიამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის და ახალი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
„ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, საკმაოდ წარმომადგენლობითი ფორუმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის და ახალი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მათ შორის, იმ დიდი პროექტების, რომელიც უკვე დაანონსებულია. არის პროექტები, რომელიც ამ ფორუმიდან გამომდინარე შეჯერდება და შეთანხმდება პარტნიორებთან. ვფიქრობ, მეორე დღის ბოლოს უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება განსახორციელებელ პროექტებზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები