შსს-ს ფეხბურთელთა გუნდი მინი-ფეხბურთში ტურნირის გამარჯვებული გახდა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს პირადი შემადგენლობის ფეხბურთელთა გუნდი მინი-ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ორგანიზატორებმა დაწესებული თასი, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიღებული ფულადი ჯილდო სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე გადარიცხეს.
საფეხბურთო ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ორგანიზაციის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები