თურქეთ – საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი იხსნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, კვირას ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნება. როგორც მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნულ ფორუმზე ძალიან საინტერესო პროექტებია, მათ შორისაა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. ამასთან, ხადური აცხადებს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც კვირას გაიხსნება ეს თურქეთ – საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი იქნება.
“საკმაოდ საინტერესო პროექტებია. მათ შორის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. გარდა ამისა, უკვე გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო კონკრეტული წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები. კვირას ჩვენ გავხსნით ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება. ეს არის თურქეთ – საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები