ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა დღეს საქართველოში ჩამოვა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა დღეს საქართველოში ჩამოვა. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურის წარმომადგენლები მას ხვალ შეხვდებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წლუკიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჰააგის პროკურორი შეხვდება ომის მსხვერპლებს. თუმცა, როგორ მოხდება შეხვედრა, მინისტრის თქმით, ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.