„წითელ ხიდზე” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი”, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას, საბაჟო- გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი” საქართველოს მოქალაქე ზ. მ. შეეცადა.
მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის ბარგში 151,68 გრ. ოქროს ნივთები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 7861,38 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7861,38 ლარის ოდენობით.