ოთარ დანელიას ინფორმაციით, შიდა ქართლში ვაშლის ფასი გაზრდილია

შარშანდელთან შედარებით, წელს ვაშლის ფასი გაცილებით მაღალია – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის მოსავლით დაინტერესდა.
„ვაშლის მოსავალზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო სტიქიური რთველი და სეტყვის არაერთი შემთხვევა, მოთხოვნა არის გაზრდილი. საშუალოდ ორ ლარამდე მერყეობს ფასი, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია. ასევე, კონცენტრანტის ფასი გაორმაგებულია შარშანდელთან შედარებით, რის გამოც, ჩვენ წელს არ შევედით სუბსიდიით, ვინაიდან აუცილებელი არ იყო. არ განვახორციელეთ სამრეწველო გადამუშავების სუბსიდირება, ვინაიდან თავად დაიჭირა 9-10 თეთრი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები