„ეს იყო დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეტევა“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თურქ კოლეგას სელამი ალტინოკს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
გიორგი მღებრიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის გამო, რამაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა.
„ეს იყო დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეტევა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ თურქეთის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ – აღნიშნულია სამძიმრის წერილში. დღესვე გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.