ე.წ. სამხრეთ ოსეთში ირემმა ადამიანი მოკლა

 

ახალგაზრდა ირემმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი მკვიდრი გიგლა ვალიევი მოკლა. როგორც ადგილობრივი ნაკრძალის დირექტორმა ანატოლი ბესტაევმა სააგენტო „სპუტნიკს“ შეატყობინა, ცხოველმა ადამიანს რქებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ ირემი მოკლეს.
ნაკრძალის დირექტორის თქმით, მსგავსი შემთხვევები ძალზე იშვიათად ხდება.
„მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ირემი ადამიანს თავს ესხმის და კლავს. ირმები ცოფით არ ავადდებიან, შესაძლოა, მისი ეს საქციელი გამრავლების პერიოდით იყოს გამოწვეული. ამ დროს ყველა ცხოველი აგრესიულად იქცევა“, – ამბობს ბესტაევი.
მან აღნიშნა, რომ ირმები ადამიანის მოახლოებას გრძნობენ და ყოველთვის ცდილობენ, მას დიდი მანძილით მოუარონ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ნაკრძალის პირობებში, ირემი ადამიანებს შეეჩვია და მათი შიში დაკარგა.
„ველური ბუნების პირობებში ის ადამიანთან მიახლოებას არ გაბედავდა. აქ კი მას ადამიანის შიში არ ჰქონდა და ამიტომაც თავს დაესხა“, – განაცხადა ბესტაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები