კახეთში 17 სული მსხვილფეხა საქონელი მოიპარეს

ქურდობის ფაქტი კახეთში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოდან 17 სული მსხვილფეხა საქონელი მოიპარეს.
“კვირას“ ინფორმაციით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერმიდან საქონელი წუხელ წაიყვანეს, დაზიანებულია ფერმის ღობე.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები