რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, დილით მოხდა, რა დროსაც „მერსედესის“ ტიპის ავტომობილი მიწისქვეშა გადასასვლელის კუთხეს დაეჯახა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 3 გოგონა კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები