რუსთავში მიკროავტობუსები ერთმანეთს შეეჯახნენ

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს “ფორდის” მარკის ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები