ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში, საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, მეწყერული პროცესები სოფელ ლეღვაში, გვარაში, კონდითში, გოგმაჩაურში, ზენითში, აჭყვისთავსა და ცეცხლაურში განვითარდა.
არსებული ინფორმაციით, დაიმეწყრა სოფლებამდე მისასვლელი გზებიც, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება რამდენიმე სოფელში შეუძლებელია. სტიქიის გამო, ქობულეთის რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. დატბორილ ტერიტორიაზე, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ელექტროენერგია გათიშულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები