პრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში, კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმართა.
როგორც პრემიერის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მზის პანელების დამონტაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში, რომელიც საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობა მრავალი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები