პრემიერის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება.
როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები პროექტის განხორციელების მიმართულებით, უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები